კომპანია შატრო ველის წარმატების ისტორია
ღვინის კომპანია შატრო ველი დაფუძნებულია 2017 წელს და მიზნათ ისახავს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მეღვინეობის შემდგომ განვითარებას და ადგილობრივი ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. სახელმწიფო გრანტის, შეღავათიანი აგროკრედიტის და კერძო ინვესტიციების საშუალებით გახდა შესაძლებელი აშენებულიყო თანამედროვე ღვინის საწარმო, რომელსაც შეუძლია გადაამუშავოს 150 ტ ყურძენი და აწარმოოს პრემიალური ხარისხის ღვინოები.

