ჩვენი ღვინოები

Team Member
ხვანჭკარა
ნახევრად ტკბილი წითელი
2018
ალკოჰოლი: 12%
750 მლ.
ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. დამზადებულია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნისაგან. ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით. გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
Team Member
ალექსანდროული
მშრალი წითელი
2018
ალკოჰოლი: 14%
750 მლ.
დამზადებულია ალექსანდროულის ყურძნისაგან. ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით; გემოზე ძლიერია და ამასთანავე ელეგანტური, სასიამოვნო ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
Team Member
ოჯალეში
ნახევრად ტკბილი წითელი
2018
ალკოჰოლი: 11%
750 მლ.
დამზადებულია ოჯალეშის ყურძნისაგან, რომელიც მოწეულია ლეჩხუმის რაიონის სოფ. ორბელში. ღვინოს აქვს ინტენსიური ბროწეულის ფერი; გემო ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით და ჯიშური არომატით.
Team Member
ტვიში
ნახევრად ტკბილი თეთრი
2019
ალკოჰოლი: 12,5%
750 მლ.
ადგილწარმოშობის დასახელების (ტვიშის მიკროზონა), კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელიც დამზადებულია ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ღია ჩალისფერია. მისი ნაზი და დახვეწილი გემო მდიდარია ტროპიკული ხილის ტონებით. აქვს სასიამოვნო სიტკბოს და მჟავიანობის განუმეორებელი ბალანსი.
Team Member
ცოლიკაური
მშრალი თეთრი
2019
ალკოჰოლი: 13%
750 მლ.
დამზადებულია ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ღია ოქროსფერია, მომწვანო ელფერით, ყვითელი და თეთრი ხილის მოტკბო არომატით. ახასიათებს ცოცხალი გემო მსუბუქი სიმჟავით და მრავალფეროვანი ხილის პალიტრით.

აირჩიეთ თქვენი ღვინო:

ხვანჭკარა

ეს შესანიშნავი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო კარგი არჩევანია დესერტისთვის. დააგემოვნეთ ყველთან, ხილთან, სხვადასხვა ტკბილეულთან. დალიეთ ტემპერატურაზე 12-14°C . შეინახეთ ტემპერატურაზე 5-12°C.

ალექსანდროული

მაღალალკოჰოლიანი მშრალი წითელი ღვინო განსაკუთრებით გასიამოვნებთ თუ დააგემოვნეთ რაჭულ ლორთან ან წითელი ხორცის კერძებთან, ასევე სხვადასხვა ყველეულთან. დალიეთ ტემპერატურაზე 10-12°C . შენახვის ტემპერატურა: 5-12°C.

ოჯალეში

სახასიათო, გამორჩეული ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო დააგემოვნეთ შებოლილ ხორცთან, მწიფე ყველის სხვადასხვა სახეობასთან, ასევე ცხარე სანელებლებიან კერძებთან. დალიეთ ტემპერატურაზე 12-14°C. შენახვის ტემპერატურა 5-12°C.

ტვიში

დააგემოვნეთ ეს შესანიშნავი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო ხილთან, დესერტებთან და სხვა ტკბილეულთან. მიირთვით 6-8 °C- ზე; შეინახეთ ასევე 6-8°C.

ცოლიკაური

ღვინო დააგემოვნეთ თეთრ ხორცთან, ზღვის პროდუქტებთან, ყველებთან და ბოსტნეულთან ტემპერატურაზე 8-10 °C. შეინახეთ 8-10°C.

wine dropping